ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
სამართალი

არასრულწლოვანმა ქარელში კაცი მოკლა

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცი მოკლეს. პოლიციამ მომხდარზე არასრულწლოვანი დააკავა, რომელიც გარდაცვლილის თანასოფლელია.

მოკლულს დაზიანებები ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. ირვევა, რომ სისხლიან ანგარიშსწორებას წინ თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება უსწრებდა.

შსს-ც ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სამართალი

დაკავება შიდა ქართლში – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს. სამწვერისისა და თაგვეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეები თევზჭერას საბურავებისგან დამზადებული…

tvmonitoringi · 1 წთ
სამართალი

დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.