ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 7 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

აფრიკის კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა გორის მუზეუმში – უნიკალური კოლექცია დამთვალიერებლების წინაშეა

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში აფრიკის კონტინენტის ხალხთა კულტურული, ტრადიციული და რელიგიური მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატების გამოფენა გაიხსნა.

გამოფენის გახსნას გორის ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება მუზეუმის მმართველმა, თამილა კოშორიძემ, საინტერესო ლექციით გახსნა, რომელმაც დამთვალიერებლებს აფრიკის ხალხთა კულტურისა და ტრადიციების შესახებ მეტი ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

ექსპოზიციამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მადლობას უხდის ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და შალვა დათიაშვილს, რომლის დახმარებითაც დამთვალიერებლებს ამ ძვირფასი კოლექციის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

# ხაშურის ბიბლიოთეკებში შესრულებულ სამუშაოებს აჯამებენ – განსაკუთრებული ყურადღება სურამის ფილიალს დაეთმო

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას გაერთიანებაში შემავალი ფილიალების…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ ფატი ფულარიანის ვარსკვლავის გახსნითა და გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის საპრემიერო სპექტაკლით „ძუნწი“ დაიხურა

ფატი ფულარიანი 33 წლის განმავლობაში გორის თეატრში მოღვაწეობდა და 113 როლი განასახიერა. მსახიობს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი გეგეჭკორმა, ვერიკო…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ქარელის კულტურის სახლში სპექტაკლ „დიდროს“ პრემიერა გაიმართა

ქარელის კულტურის სახლში ნოდარ დუმბაძის ნოველის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის  „დიდროს“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი რეჟისორ ლერი როინიშვილის დადგმით ქარელის კულტურის ცენტრთან…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.