ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
კვირა, 16 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, ასევე 16-18 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი ინტენსივობის,  შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

გორში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავებისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის სამუშაოებს აგრძელებს. უხვი ნალექის დროს შესაძლო პრობლემების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ქარელის სოფელ ახალსოფელში შიდა საუბნო გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში შიდა საუბნო გზა №1-ის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა. პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 13-14…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.