ახალციხეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ლევან გიორგაძის სახელობის ტურნირი გაიმართა კრივში, 2012-2013 და 2014-2015 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის.
შეჯიბრებაში საქართველოს 25 ქალაქიდან 175 მოკრივე მონაწილეობდა. გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს სპორტსმენებმა ტურნირი ერთი ოქროს, ექვსი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის წარმომადგენელმა ცოტნე ივანიშვილმა პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ნიკოლოზ მასურაშვილი, დემეტრე ლაზარაშვილი და ანდრია გურჩიანი გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილები ბექა ქარელმა, ლაზარე ბერკაცაშვილმა, ზურაბ ტერტერაშვილმა და ნიკოლოზ ნონიკაშვილმა დაიკავეს.
ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლის მოკრივეებმა — გურამ ადუაშვილმა, საბა გოგიაშვილმა და გიორგი ბეჟანიშვილმა — ვერცხლის მედლები მოიპოვეს.