გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს – 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ:
- თორნიკე დვალიშვილი — 48 კგ;
- სოლომონ გაგლოშვილი — 60 კგ;
- გიორგი კურტანიძე — 65 კგ.
ბრინჯაოს მედალი კი ერეკლე ქართველიშვილმა მოიპოვა 80 კგ წონით კატეგორიაში.
გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული ოთხი მედალი მნიშვნელოვანი შედეგია და მათი წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას წარმოადგენს.