ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

გორელმა ფალავანმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

18 წლის სპორტსმენმა ტურნირზე რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა. პეტრიაშვილმა ირანელ ნოორის 11:0, ყირგიზეთის წარმომადგენელ ყიგიზ ახმეტოვს კი 10:0 სძლია.

ერთადერთი მარცხი ქართველმა ფალავანმა რუსეთის ნაკრების წარმომადგენელთან დაძაბულ ბრძოლაში განიცადა — შეხვედრა ანგარიშით 7:8 დასრულდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პეტრიაშვილმა ბერძენ კარავანოსს 13:0 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილი ასაკით ჯერ კიდევ 18 წლისაა და ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობდა, თუმცა ტურნირზე მასზე ასაკით უფროს მეტოქეებთან უწევდა ბრძოლა.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა მიმდინარე წელს ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლით კი წარმატებულ სეზონს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი შემატა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორის ხელბურთელებმა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

გორის ქალთა ხელბურთის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის „მართვე“ ანგარიშით 42:35 დაამარცხა და სეზონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის პირველ…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს

ახალციხეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ლევან გიორგაძის სახელობის ტურნირი გაიმართა კრივში, 2012-2013 და 2014-2015 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. შეჯიბრებაში საქართველოს 25…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვეს

ქუთაისში, მურად დოხტურიშვილისა და ზაურ შეყილაძის სახელობის XVII საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდმა 18…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.