ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 8 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

გორელმა ძიუდოისტებმა ბათუმის შავი ზღვის თასზე 7 მედალი მოიპოვეს

ბათუმში დასრულებულ შავი ზღვის თასზე ძიუდოში გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კიდევ 7 მედალი მოიპოვეს — 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ტურნირში 2009-2010 წლებში დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ. შეჯიბრების პირველ დღეს გორელმა სპორტსმენებმა 2 მედალი — 1 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვეს, მეორე დღეს კი მათ ანგარიშს კიდევ 7 ჯილდო შეემატა.

ორი დღის ჯამში გორელ ძიუდოისტებს 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი აქვთ.

მეორე დღის შედეგები ასეთია:

გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა:

🥇 ბაჩო დემეტრაშვილი — I ადგილი, +90 კგ;

🥈 ტატო საბაშვილი — II ადგილი, 73 კგ;
🥈 ბექა გოგლიძე — II ადგილი, 81 კგ;
🥈 თორნიკე გიუნაშვილი — II ადგილი, 90 კგ;

🥉 დავით ფსუტური — III ადგილი, 81 კგ.

კლუბი „გორიჯვარი“:

🥉 დაჩი ბზიშვილი — III ადგილი, 81 კგ.

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა:

🥉 ნიკოლოზ ხოხაევი — III ადგილი, +90 კგ.

ტურნირზე მიღწეული შედეგებით გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები ახალგაზრდა ძიუდოისტებს წარმატებას ულოცავენ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორელმა ძიუდოისტმა გიგი გიუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გორელმა ძიუდოისტმა გიგი გიუნაშვილმა 73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.  ევროპის ჩემპიონატი მონტენეგროს…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

ნუგზარ სხირელის სახელობის გორის სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა ათენში 5 მედალი მოიპოვეს

ათენში, თავისუფალი ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ნუგზარ სხირელის სახელობის სპორტული სკოლის ხუთივე მონაწილემ მედლის მოპოვება შეძლო. გორელმა სპორტსმენებმა…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს

გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს – 3 ვერცხლი…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.