ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 8 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

გორელმა ძიუდოისტმა გიგი გიუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გორელმა ძიუდოისტმა გიგი გიუნაშვილმა 73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ევროპის ჩემპიონატი მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართა. გიუნაშვილი საქართველოს ნაკრების გუნდური, ე.წ. მიქს-შეჯიბრების შემადგენლობაში ასპარეზობდა და ტურნირზე ჩატარებული ყველა შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში მონტენეგრო ანგარიშით 4:2 დაამარცხა, შემდეგ გერმანიასთან 2:4 დამარცხდა. რეპეშაჟში ქართველმა ძიუდოისტებმა ჯერ ხორვატებს 4:2, შემდეგ კი თურქეთს 4:3 მოუგეს და საბოლოოდ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების თითოეულ შეხვედრაში გიგი გიუნაშვილმა გამარჯვება მოიპოვა და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გიუნაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

გორელ სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მომავალ შეჯიბრებებზე წარმატებას უსურვებენ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორელმა ძიუდოისტებმა ბათუმის შავი ზღვის თასზე 7 მედალი მოიპოვეს

ბათუმში დასრულებულ შავი ზღვის თასზე ძიუდოში გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კიდევ 7 მედალი მოიპოვეს — 1…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

ნუგზარ სხირელის სახელობის გორის სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა ათენში 5 მედალი მოიპოვეს

ათენში, თავისუფალი ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ნუგზარ სხირელის სახელობის სპორტული სკოლის ხუთივე მონაწილემ მედლის მოპოვება შეძლო. გორელმა სპორტსმენებმა…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს

გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს – 3 ვერცხლი…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.