ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

გორის გუნდი ქართულ ჭიდაობაში ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა

გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში გამართულ ოლეგ ლომიძის სახელობის ტრადიციულ ტურნირზე იასპარეზეს და გუნდურ პირველობაში ჩემპიონობა მოიპოვეს.

ტურნირი ყოველწლიურად იმართება და წელს მასში მონაწილეობა 2010-2012 წლებში დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებულმა ათამდე გუნდმა მიიღო. შეჯიბრება ახალდაბის საჭიდაო არენაზე გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.

ფინალურ დაპირისპირებაში გორის გუნდმა თბილისის წარმომადგენლებს სძლია და დამსახურებულად დაეუფლა ტურნირის მთავარ ჯილდოს. გამარჯვებულ სპორტსმენებს თასი, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ, ხოლო ჩემპიონი გუნდი თავად ოლეგ ლომიძემ დააჯილდოვა.

გორის გუნდის ღირსებას იცავდნენ:

  • 50 კგ – სანდრო გოგიაშვილი;
  • 60 კგ – ლაშა სეხნიაშვილი;
  • 65 კგ – ზურა ჯანეზაშვილი;
  • 75 კგ – გივი თაბუაშვილი;
  • +75 კგ – გიორგი წურიაშვილი.

გუნდს მწვრთნელები ვეფხია ბაზანდარაშვილი და კახა თათრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

გორის მოჭიდავეების წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქალაქში ქართული ჭიდაობის სკოლა ღირსეულ თაობას ზრდის და ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორის ხელბურთელებმა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

გორის ქალთა ხელბურთის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის „მართვე“ ანგარიშით 42:35 დაამარცხა და სეზონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის პირველ…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს

ახალციხეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ლევან გიორგაძის სახელობის ტურნირი გაიმართა კრივში, 2012-2013 და 2014-2015 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. შეჯიბრებაში საქართველოს 25…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვეს

ქუთაისში, მურად დოხტურიშვილისა და ზაურ შეყილაძის სახელობის XVII საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდმა 18…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.