გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გორის გუნდი შიდა ქართლის სპორტული თამაშების ფარგლებში გამართული პირველი შეჯიბრების – შიდა ქართლის ღია გუნდური პირველობის გამარჯვებული გახდა.
ქართული ჭიდაობის შეჯიბრებას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის ღია საჭიდაო არენამ უმასპინძლა. ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობდა.
გორის გუნდი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ბაზაზე დაკომპლექტდა. ფინალში გორელმა მოჭიდავეებმა ქარელის ძიუდოს კლუბ „ხაბარელი I“-ის გუნდი დაამარცხეს.
გორის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ:
- გიორგი ნასყიდაშვილი – 60 კგ;
- დავით ქარელი – 70 კგ;
- კობა აკოფაშვილი – 80 კგ;
- ზურა ჭიღლაძე – 90 კგ;
- გიორგი პაპუნაშვილი – +90 კგ.
გუნდის მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილია.
შიდა ქართლის სპორტული თამაშების ფარგლებში მომდევნო შეჯიბრება 18 სექტემბერს, კასპში, 3×3 კალათბურთში გაიმართება. 20 სექტემბერს კი გორში მძლეოსნური გარბენი ჩატარდება, რომელშიც შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას.