ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
განათლება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში პედაგოგის გაცილების ღონისძიება გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში პედაგოგ ზეინაბ ლაბარტყავას პროფესიული საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით გაცილების ღონისძიება გაიმართა.

ზეინაბ ლაბარტყავა სკოლამდელი განათლების სფეროში 52 წლის განმავლობაში საქმიანობდა და საკუთარ პროფესიულ ცხოვრებას ბავშვების აღზრდასა და მათზე ზრუნვას უძღვნიდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე, მერიის განათლების განყოფილების წარმომადგენლები, სააგენტოსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

სტუმრებმა ზეინაბ ლაბარტყავას მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, პროფესიული ღვაწლი დაუფასეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

პედაგოგის გაცილების ღონისძიება საბავშვო ბაღის პერსონალისა და აღსაზრდელების მიერ მომზადებული თბილი და ემოციური პროგრამით გაგრძელდა.

„52 წელი — ეს მხოლოდ პროფესიული საქმიანობის ხანგრძლივობა არ არის. ეს არის ერთგულების, პასუხისმგებლობისა და ადამიანებისადმი სიყვარულით გაწეული შრომის 52 წელი“, — აღნიშნა ზეინაბ ლაბარტყავამ. 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

განათლება

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრი საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებზე მიღებას აცხადებს

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრი მოსწავლეებს საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებზე რეგისტრაციას სთავაზობს. საგანმანათლებლო წრეები: 🔹 ქართული ენა — III–VI კლასის…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, სააგენტოს…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა კასპის მუნიციპალიტეტის სკოლებშიც. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.