ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტში ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალიდან დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის სპილენძის სადენი ჩამოჭრეს და ფარულად დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალ სადენებს ავტომობილში ტვირთავდნენ. პოლიციამ საქართველოს რკინიგზის კუთვნილი სპილენძის სადენები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

განათლება

ხაშურის №4 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

ხაშურის №4 საჯარო სკოლაში 500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე,…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითსა და ლამისყანში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხვითში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, ასევე ლამისყანის საჯარო სკოლასა და საბავშვო…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.