გორის ქალთა ხელბურთის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის „მართვე“ ანგარიშით 42:35 დაამარცხა და სეზონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ჩემპიონატის პირველ ტურში გორელებმა გასული სეზონის გამარჯვებულ „ოლიმპიასთან“ ფრედ ითამაშეს.
„მართვესთან“ მატჩში ყველაზე მეტი, 17 გოლი ნატალია გაზაშვილმა გაიტანა, ანა ბურნაძის ანგარიშზე კი 8 გოლია.
გორის გუნდის მწვრთნელები თორნიკე გაგლოშვილი და გია მამაცაშვილი არიან.