გორისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანებული ნაგავშემკრები კონტეინერები ეტაპობრივად ახლით იცვლება. ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს. გაერთიანების ცნობით, საჭიროების გათვალისწინებით, ცალკეულ ლოკაციებზე ნაგვის ურნების რაოდენობაც გაიზარდა.
სამუშაოების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული დაზიანებული კონტეინერების ჩანაცვლება გაგრძელდება.
პროექტის მიზანია ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსახლეობისთვის უფრო მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა.


