ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

გორში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს – ობიექტებს მუშაობა შეუჩერდათ

გორში, სოფელ კარალეთში, ფრინველთა ორი სასაკლაოს შემოწმების შედეგად სურსათის უვნებლობის კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური შემოწმება ჩაატარეს ფიზიკური პირის, გ. ს.-ისა და ინდივიდუალური მეწარმე ვ. ხ.-ის კუთვნილ ობიექტებზე.

ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.

სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, საწარმოო პროცესი კი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.