ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განცხადება დღეს გააკეთა.

„დღეს გვაქვს სასიხარულო მორიგი ინფორმაცია – „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავია ზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.

აქამდე, ჩვენს მიერ, „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით, გაწეული იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები. მათ შორის, მაქსიმალური სიზუსტით, აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ. შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეპარატის მწარმოებელ კომპანია „იტალფარმაკოს“ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„ახლო მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიება იმართება, რომელიც იშვიათი დაავადებების მედიკამენტებს შეეხება და იქაც აუცილებლად ბევრს ვისაუბრებ ამ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, კომპანიაზე, რომელიც სრული პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთო თანამშრომლობაში და აკეთებს ყველაფერს, რომ მედიკამენტი მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალური ეფექტით იყოს ხელმისაწვდომი ქართველი პაციენტებისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ მშობლებს, რომლებსაც შესაბამისი დაწესებულებებისთვის არ მიუმართავთ, დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს – 1505-ს, სადაც მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით აუცილებელ კონსულტაციას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.