ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
პოლიტიკა

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა

საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი სამარცხვინო სპეკულაციებია, მათ შორის კონკრეტულად მკვლელობასთან დაკავშირებით.

„ისეთ სურათს წარმოაჩენდნენ, მათ შორის ე.წ. ჟურნალისტები, ე.წ. NGO-ები, თუ პარტაქტივი, რომ თითქოს მკვლელობების კუთხით არის გაუარესებული ვითარება. ამ დროს სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მკვლელობა არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც სტატისტიკაში მანიპულირება არის სრულიად შეუძლებელი. სტატისტიკა აჩვენებს რას, რომ ბოლო რამდენიმე წელი რომ ავიღოთ, 2020 წლის შემდეგ პერიოდი, ყოველწლიურად ფიქსირდება შემცირება.

მკვლელობების სტატისტიკის შემცირება ფიქსირდება ყოველწლიურად, წლიდან წლამდე ყოველ წელს მცირდებოდა ამ ბოლო წლების განმავლობაში მკვლელობის სტატისტიკა. რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა. ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის სამარცხვინო სპეკულაციები, რასაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საბოტაჟის სახით ეს ადამიანები აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

პრემიერმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე პარლამენტს თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას წარუდგენენ. ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა.…

tvmonitoringi · 3 წთ
დღის სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა. მის განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოციალურ ქსელში აქვეყნებს. “მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების…

tvmonitoringi · 1 წთ
პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება – პარლამენტს აღნიშნული თანამდებობა საშემოდგომო სესიაზე…

tvmonitoringi · 2 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.