ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – 2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე

2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე თავად საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ეკისრება.

„ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს სათავეში მყოფმა ხელისუფლებამ ნებისმიერ ვითარებაში წინა პლანზე საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენოს. უცხო ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრა, თუნდაც მას მოკლევადიან პერსპექტივაში კონკრეტული სარგებელი მოჰქონდეს, ვერასოდეს უნდა გახდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ჩანაცვლების საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – თითოეული სახელმწიფო ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს

თითოეული სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ…

tvmonitoringi · 2 წთ
პოლიტიკა

ვიცე-პრემიერმა რეგიონების განვითარების საკითხებზე სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები…

tvmonitoringi · 1 წთ
პოლიტიკა

პრემიერი – „დიპ-სტეიტის“ აგენტურის მიერ რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია – როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რათა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ

„დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად…

tvmonitoringi · 2 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.