ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 22 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

ნადარბაზევის ტბასთან საცხენოსნო დოღი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხენოსნო დოღი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრება სპორტულ სანახაობასთან ერთად, ცხენოსნობის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში ამ სახეობის მიმართ ინტერესის გაზრდას ემსახურებოდა.

დოღის გამარჯვებულები ფულადი პრიზებით, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელი გადაეცა.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, საცხენოსნო დოღის მიზანია საქართველოში ცხენოსნობის პოპულარიზაცია, სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა და საცხენოსნო კულტურის განვითარება.

საცხენოსნო დოღი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბ „კენტავრის“ თანადაფინანსებით გაიმართა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორის „გორი“ მომდევნო მატჩში დუშეთის „არაგვს“ დაუპირისპირდება

გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურის შეხვედრას დუშეთის „არაგვის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 22 აგვისტოს, 21:00 საათზე,…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელი კარატისტები თურქეთში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ

გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის კარატისტები 21-23 აგვისტოს თურქეთის ქალაქ სტამბოლში საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. სტამბოლის არენაზე სხვადასხვა…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

ქარელში, შოთა ხაბარელის სახელობის გუნდური ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში გაიმართა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში დასრულდა. ტურნირი ოლიმპიური ჩემპიონის, შოთა ხაბარელის სახელობის იყო და მის მშობლიურ…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.