ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ნიკოლოზ მაისურაძემ და საბა ღამბაშიძემ სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ნიკოლოზ მაისურაძე 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო საბა ღამბაშიძემ 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ორივე სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
ქართველი ფალავნების მიერ საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული ორი მედალი სკოლისა და ქართული თავისუფალი ჭიდაობისთვის კიდევ ერთი წარმატებული შედეგია.