ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ორშაბათი, 3 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
უცხოეთის ამბები

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ მიერ წარდგენილი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს“, – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა.

ცნობისთვის, მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა განცხადებას მთავრობის გადადგომის შესახებ. ფაშინიანის განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 158-ე მუხლის თანახმად, ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომის დღეს მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის. მთავრობის გადადგომის შესახებ დოკუმენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გაეგზავნა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

უცხოეთის ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვაგრძელებთ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გამოყენებას რუსული ობიექტების წინააღმდეგ – ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც დაიწყო

ვაგრძელებთ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გამოყენებას რუსული ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც საომარ ძალისხმევას ემსახურებიან და აგრესიას აფინანსებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი…

tvmonitoringi · 1 წთ
უცხოეთის ამბები

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის მასშტაბური ხანძრების გამო 300 000-ზე მეტი ადამიანი​ა ევაკუირებული​

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის მასშტაბური ხანძრების გამო ევაკუირებულია 300 000-ზე მეტი ადამიანი. სტიქიას ორივე ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. ცეცხლის…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.