ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
უცხოეთის ამბები

ომში მყოფ ქვეყნებში „ევროვიზიის“ ჩატარება აიკრძალება

ომებში ჩაბმულ ქვეყნებს სიმღერის კონკურს „ევროვიზიის“ მასპინძლობა აეკრძალებათ – ცვლილებები კონკურსის ჩატარების წესებში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დაამტკიცა.

ტრადიციისამებრ, „ევროვიზიაში“ გამარჯვებული ქვეყანა მუსიკალურ კონკურსს მომდევნო წელს მასპინძლობს. ახალი წესების თანახმად, გამარჯვებული ქვეყანა ავტომატურად კარგავს კონკურსის ჩატარების უფლებას, „თუ შეიარაღებული კონფლიქტი, დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება ან ნებისმიერი სხვა სიტუაცია არსებითად მოქმედებს სახელმწიფოს ან რეგიონის უსაფრთხოებასა თუ სტაბილურობაზე“.

EBU-ს ასევე შეუძლია გამარჯვებულ ქვეყანას რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის დამოუკიდებელი შეფასება შეუკვეთოს. ასეთი შეფასების შემდეგ ორგანიზაცია გამართავს კონსულტაციებს, რათა დაადგინოს, შეუძლია თუ არა გამარჯვებულ მაუწყებელს კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარება.

თუ გადაწყდება, რომ გამარჯვებულ ქვეყანას არ შეუძლია კონკურსის მიღება, EBU ორგანიზატორად სხვა სახელმწიფოს დანიშნავს. ახალი ქვეყანა კონკურსს საკუთარი სახელით ჩაატარებს.

როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირი აღნიშნავს, ცვლილებები 2026 წელს ვენაში გამართული კონკურსის შემდეგ მონაწილე მაუწყებლების გამოხმაურებების გათვალისწინებით არის შეტანილი.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

უცხოეთის ამბები

BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის…

tvmonitoringi · 1 წთ
უცხოეთის ამბები

რომის პაპი ლეო XIV: მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, იმუშაოს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღწევად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად

რომის პაპმა მკაცრად დაგმო დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობა და საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფო ქმედებებისკენ მოუწოდა, – წერს მედია. სოციალურ…

tvmonitoringi · 1 წთ
უცხოეთის ამბები

უკრაინის თავდაცვის უწყება – უკრაინამ Wildberries-ის ათი უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრიდან შვიდი მწყობრიდან გამოიყვანა

უკრაინამ უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ათი უდიდესი ლოგისტიკური ცენტრიდან შვიდი მწყობრიდან გამოიყვანა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით,…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.