ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 17 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება – პარლამენტს აღნიშნული თანამდებობა საშემოდგომო სესიაზე უნდა შეექმნა და სახელმწიფო მინისტრის პოსტი მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა. თუმცა, 27 აგვისტოს მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გაგრძელდება რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შექმნის პროცესი.

“რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებასთან დაკავშირებით პროექტს, ჩვენ ამ სასესიო კვირაში ალბათ არა, მომდევნო სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. სახელმწიფო მინისტრის ეს პოზიცია აღარ შეიქმნება. იცით, რომ თავის დროზე დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია. შეიქმნებოდა რეგიონული მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოსტი, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის პოსტი. მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ეს ერთადერთი სახელმწიფო მინისტრის პორტფელი არაა, რომელიც მამუკა მდინარაძეს ეკავა, 2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე მამუკა მდინარაძე წელს შექმნილ სტრუქტურას სამართალდამცავ უწყებათა კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს” ედგა სათავეში. მის ფუნქციებს სუს-ს; შსს-სა და პროკურატურას, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენდა. თუმცა, აქედან დაახლოებით სამ თვეში, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სამსახური არსებობას აღარ გააგრძელებდა, მდინარაძე კი ახალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა. 29 ივლისვე გახდა ცნობილი, რომ მდინარაძე ერთი თვით რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნებოდა, ხოლო სექტემბრიდან ახალი უწყების – სექტემბრიდან რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე უნდა ემუშავა. 27 აგვისტოს კი მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი სახელმწიფო მინისტრის ახალ პოსტს აღარ შექმნის.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

პრემიერმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე პარლამენტს თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას წარუდგენენ. ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა.…

tvmonitoringi · 3 წთ
დღის სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა. მის განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოციალურ ქსელში აქვეყნებს. “მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების…

tvmonitoringi · 1 წთ
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა

აღნიშნულის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტიკიდან წასვლაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ფიქრობდა: „მივიღე გადაწყვეტილება, რომ…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.