ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
განათლება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თორნიკე ფხაკაძემ და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ბერძენიშვილმა მიულოცეს.

ბერშუეთის საჯარო სკოლაში ამჟამად 162 მოსწავლე სწავლობს. გასულ წელს სკოლაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და განახლებულ შენობაში თანამედროვე სასწავლო გარემო მოეწყო.

სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და სააქტო დარბაზი. ასევე განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა, მოეწყო ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სიმონ გულედანმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს. გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეგიონის თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს თანამედროვე განათლება და სამომავლოდ წარმატებით გამოიყენოს მიღებული ცოდნა. ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

განათლება

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, სააგენტოს…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა კასპის მუნიციპალიტეტის სკოლებშიც. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 სექტემბერს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი…

tvmonitoringi · 2 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.