ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 5 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

ქარელის და მარნეულის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცი შეიტანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, – ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, ასევე 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. კერძოდ, საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიებს – „ბი.ჯი.ემ.1“-სა და ,,ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება. აღნიშნული კომერციული ორგანიზაციების დირექტორებმა, 2026 წლის მაისში, საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი და შედეგად, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, ასევე 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

ამოღებულია 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცი

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს.…

tvmonitoringi · 2 წთ
საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ახალი მინი სტადიონი მოეწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ბეტონის…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტში

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა ჩადუნელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხაშურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.