ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ქარელის სოფელ დირბში შიდა საუბნო გზების ასფალტირება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები საქართველოს მთავრობის 2026 წლის 10 მარტის №509 განკარგულებისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში სოფელ დირბში სამი მონაკვეთის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ჯამში მოეწყობა დაახლოებით 1.3 კილომეტრი ასფალტობეტონის საფარი, გზებთან მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხი.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის.

სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტს შპს „გზების და მშენებლობის ჯგუფი“ ახორციელებს.

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტი 300 ახალ ნარჩენშემკრებ კონტეინერს განათავსებს

კასპის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვისა და მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით 300 გალვანიზებული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინეს. კონტეინერები საჭიროების მიხედვით განთავსებისთვის ა(ა)იპ „კასპის…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში გზის ასფალტირება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში შიდა უბნის გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 800 გრძივ მეტრზე ასფალტბეტონის საფარი მოეწყობა, ასევე გაკეთდება…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტში მთიულთუბნისა და გუდალეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მთიულთუბანსა და გუდალეთს შორის დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზაზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა,…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.