ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 3 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ქარელში პირველკლასელებმა პირველი ნერგები დარგეს – გამწვანების აქციაში 374 ბავშვი ჩაერთო

ქარელის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია „ჩემი პირველი ნერგი“ გაიმართა. ინიციატივის ფარგლებში საჯარო სკოლების პირველკლასელებმა მწვანე ნარგავები სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სკვერების ტერიტორიებზე დარგეს.

აქციაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ სულაქველიძე.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამწვანების პროცესში 374 ბავშვი ჩაერთო. დაირგო ცხრა სახეობის ნერგი, რომლებიც რეგიონის ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა.

„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა და მისი მიზანი ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაა.

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართულნი არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინიციატივისთვის სპეციალური ვებპლატფორმაც შეიქმნა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ნერგების სახეობებისა და მათი მოვლის წესების შესახებ: https://cheminergi.eiec.gov.ge/ka

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს

გორი მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში განახლდება…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპის მაღალმთიან სოფელ ახალციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ახალციხეში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება იგეგმება. ამ ეტაპზე გზებზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის დასრულების შემდეგ კი…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

იგოეთთან ველურ ბუნებას 200 ფრინველი დაუბრუნეს – კასპის მუნიციპალიტეტში გნოლი და კაკაბი გაუშვეს

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იგოეთის მიმდებარედ, ველურ ბუნებაში 100 გნოლი და 100 კაკაბი გაუშვეს. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი ფაუნის გამრავლებისა და ბუნებრივი…

tvmonitoringi · 2 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.