ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

შინდისის გმირებისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი 22 აგვისტოს გაიმართება

22 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჭიდაო არენაზე, შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართება ქართულ ჭიდაობაში.

შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უფროსი ასაკის მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას. სპორტსმენები პირველობისთვის 60, 70, 80 და +80 კილოგრამ წონით კატეგორიებში იბრძოლებენ.

ტურნირი 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მონაწილეთა აწონვა 09:00 საათზე გაიმართება. დასაშვები გადახრა 2 კილოგრამია.

გამარჯვებულები და პრიზიორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან:

60, 70 და 80 კგ წონითი კატეგორიები

  • I ადგილი – 1 250 ლარი
  • II ადგილი – 625 ლარი
  • III ადგილი – 375 ლარი

+80 კგ წონითი კატეგორია

  • I ადგილი – 2 500 ლარი
  • II ადგილი – 1 250 ლარი
  • III ადგილი – 625 ლარი

ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, გორის მუნიციპალიტეტის მერია და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.

შეჯიბრება მიზნად ისახავს შინდისის გმირების ხსოვნის პატივისცემას, ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციასა და სპორტსმენებისთვის მაღალი დონის შეჯიბრების უზრუნველყოფას.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორის ხელბურთელებმა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

გორის ქალთა ხელბურთის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის „მართვე“ ანგარიშით 42:35 დაამარცხა და სეზონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის პირველ…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს

ახალციხეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ლევან გიორგაძის სახელობის ტურნირი გაიმართა კრივში, 2012-2013 და 2014-2015 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. შეჯიბრებაში საქართველოს 25…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვეს

ქუთაისში, მურად დოხტურიშვილისა და ზაურ შეყილაძის სახელობის XVII საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდმა 18…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.