ტურნირში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეები პირველობისთვის 60, 70, 80 და 80 კილოგრამზე მეტ წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
მემორიალური ტურნირი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციასა და სპორტული ტრადიციების განვითარებასთან ერთად, შინდისის გმირების ხსოვნის პატივისცემას ემსახურება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ყაულაშვილი.
ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს სპორტის სამინისტრო და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი.


