ხაშურის ბიბლიოთეკაში ადგილობრივი ავტორების მონაწილეობით პოეზიის საღამო გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მაყვალა ხაჩიძე, მზეგული ტყეშელაშვილი, მარინა ღონღაძე, ეკა გეგელაშვილი, მანანა ხრიკაძე, ირმა გოგოლაძე, ხათუნა ჩიტაძე, ანი თხელიძე და ირმა კაკიაშვილი.
პოეტებმა ერთმანეთს საკუთარი ლექსები წაუკითხეს, შემოქმედებითი იდეები გაუზიარეს და პოეზიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე გაჟღერდა როგორც უკვე ცნობილი, ისე ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები. ორგანიზატორების თქმით, პოეზიის საღამომ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.