ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 7 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულინარია

ხაშურის თოჯინების თეატრში „კონკიას“ პრემიერა გაიმართა – პატარა მაყურებელს სპექტაკლი წარუდგინეს

ხაშურის თოჯინების თეატრმა პატარა მაყურებელს ახალი სპექტაკლი — „კონკია“ წარუდგინა. პრემიერას ბავშვთა დღის ცენტრ „მომავლის სახლისა“ და მეორე საჯარო სკოლასთან არსებული დღის ცენტრის ბენეფიციარები დაესწრნენ.

საპრემიერო ჩვენებას ბავშვებთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელიც ესწრებოდა.

მერმა თეატრის შემოქმედებით გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი პროფესიონალიზმი და საქმისადმი სიყვარული ბავშვებისთვის განსაკუთრებული, ჯადოსნური გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

ხაშურის თოჯინების თეატრში სპექტაკლ „კონკიას“ ჩვენებები გაგრძელდება და პატარა მაყურებელს მისი ნახვის შესაძლებლობა კვლავ ექნება.

გაზიარება Facebook X

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.