ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 8 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

ხაშურის მუნიციპალურმა ანსამბლმა „ფრესკამ“ საბერძნეთში, სალონიკში, სოლო კონცერტი გამართა

ხაშურის მუნიციპალურმა ანსამბლმა „ფრესკამ“, ქორეოგრაფისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, ელენე რატიანის ხელმძღვანელობით, საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში, არისტოტელეს თეატრში სოლო კონცერტი გამართა.

კონცერტზე ანსამბლის მოცეკვავეებმა მაყურებელს ქართული ტრადიციული და საავტორო ცეკვები, ასევე საესტრადო და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ბერძნულმა ცეკვა „სირტაკმა“, რომელიც ანსამბლმა სპეციალურად საბერძნეთის ტურისთვის დადგა.

ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ანსამბლ „ფრესკას“ სალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ მადლობის სიგელი გადასცა.

კონცერტს ქართველი ემიგრანტებიც დაესწრნენ. მათ ახალგაზრდა მოცეკვავეებს გულთბილად უმასპინძლეს და კონცერტს განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ.

როგორც ანსამბლის ქორეოგრაფმა აღნიშნა, „ფრესკას“ სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი გასტროლი აქვს გამართული, თუმცა საბერძნეთის ტური განსაკუთრებული ემოციებით გამოირჩევა.

„ჩვენი სოლო კონცერტი ნახეს როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ასევე ქართველმა ემიგრანტებმა და განსაკუთრებული სიყვარული ვიგრძენით. ჩვენთვის დიდი პატივია თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულისგან სიგელის მიღება. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ყველგან ასე ღირსეულად წარმოვაჩენთ ჩვენს საქართველოსა და მუნიციპალიტეტს“, – აღნიშნა ანსამბლის ქორეოგრაფმა.

ანსამბლი „ფრესკა“ საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას და ქართული ცეკვის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ აგრძელებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

გორის სამხატვრო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 150-მდე მოსწავლე შეუდგა

გორის ა. ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში 2026–2027 სასწავლო წლისთვის 150-მდე მოსწავლე ჩაირიცხა. ახალი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ნონა გულიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა ხაშურის ბიბლიოთეკაში

ბიბლიოთეკაში პიანისტისა და მწერლის, ნონა გულიაშვილის, შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელიც მუსიკისა და ლიტერატურის ჰარმონიული შერწყმით წარიმართა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ხაშურის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებისთვის შეხვედრა „გვერდებს შორის“ გაიმართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებისთვის შეხვედრა თემაზე „გვერდებს შორის“ გაიმართა. შეხვედრა 1 სექტემბერს ჩატარდა და მისი მიზანი ახალგაზრდებში წიგნის კითხვისა და…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.