ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

ხაშურში გიორგი მახარაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში კალათბურთში გიორგი მახარაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა.

ტურნირში მონაწილე გუნდებს შორის პირველი ადგილი გუნდმა „მახარა“ დაიკავა, მეორე ადგილზე „U14“, ხოლო მესამე ადგილზე „SPADERS“ გავიდა.

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფრუიძემ, სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ გაჩეჩილაძემ, სასპორტო სკოლის ხელმძღვანელმა ვანო ხარაზიშვილმა და გიორგი მახარაშვილის მამამ, ალიკა მახარაშვილმა გადასცეს.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ლუკა გელაშვილს გადაეცა.

გიორგი მახარაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ხაშურის სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

ხაშურში „დურუს თასი 2026“ გაიმართა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ხაშურში მოყვარულთა შორის მინი ფეხბურთში ტრადიციული ტურნირი  „დურუს თასი 2026“ გაიმართა. ტურნირი გარდაცვლილი ახალგაზრდა…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

ევროკავშირის ანგარიში – საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით

საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ…

tvmonitoringi · 3 წთ
დღის სიახლეები

ირაკლი კობახიძე – ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო, როდესაც სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებს

მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას…

tvmonitoringi · 3 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.