ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

ხაშურში „დურუს თასი 2026“ გაიმართა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ხაშურში მოყვარულთა შორის მინი ფეხბურთში ტრადიციული ტურნირი  „დურუს თასი 2026“ გაიმართა.

ტურნირი გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, დავით გოჩიაშვილის ხსოვნას ეძღვნება.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გუნდები „დურუ 1“ და „Warriors“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვება „დურუ 1“-მა მოიპოვა და დურუს გარდამავალ თასს დაეუფლა. მესამე ადგილი კი გუნდმა „დურუ 2“-მა დაიკავა.

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს პრიზები და შესაბამისი სინჯის მედლები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფრუიძემ, სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ გაჩეჩილაძემ, ხაშურის სასპორტო სკოლის დირექტორმა ივანე ხარაზიშვილმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა გადასცეს.

ტურნირის საუკეთესო მეკარის პრიზი სიმონ ხაჩიძეს გადაეცა, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ „დურუ 1“-ის ფეხბურთელი ზურა აბრამაშვილი დასახელდა.

დავით გოჩიაშვილის სახელობის დურუს გარდამავალი თასი „დურუ 1“-ის ფეხბურთელებს დავით გოჩიაშვილის მამამ, თენგიზ გოჩიაშვილმა გადასცა.

 

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორის ხელბურთელებმა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

გორის ქალთა ხელბურთის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის „მართვე“ ანგარიშით 42:35 დაამარცხა და სეზონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის პირველ…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს

ახალციხეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ლევან გიორგაძის სახელობის ტურნირი გაიმართა კრივში, 2012-2013 და 2014-2015 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. შეჯიბრებაში საქართველოს 25…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვეს

ქუთაისში, მურად დოხტურიშვილისა და ზაურ შეყილაძის სახელობის XVII საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდმა 18…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.