11 სექტემბერს, ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სტადიონზე, ვეტერანი ფეხბურთელისა და საპატიო ხაშურელის, თემურ კობერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობდნენ ვეტერანი „ივერიელები“ და ფეხბურთელთა მომდევნო თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც თემურ კობერიძის ხელმძღვანელობით ხაშურის „ივერიაში“ უთამაშიათ.
მატჩი დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო.
11 სექტემბერი თემურ კობერიძის დაბადების დღე იყო. წელს მისი მეგობრები, თანაგუნდელები და ფეხბურთის გულშემატკივრები მის გარეშე უკვე მეოთხე დაბადების დღეს აღნიშნავენ.
შეხვედრის ორგანიზატორი იური ნოზაძე იყო, მატჩს კი ნუკრი ლომსაძე არბიტრაჟობდა.
ტურნირში მონაწილეობდნენ პაატა ბარბაქაძე, გუჯა ხარაზიშვილი, ალიკა ჯუღელი, ელგუჯა კაკიაშვილი, შოთა შათირიშვილი, არჩილ ბეროზაშვილი, კობა ხაჩიძე, ვასო ხაჩიძე, ვახტანგ ჭანგურიძე, გიორგი ჩადუნელი, ზაზა ლაცაბიძე, როინ ლომიძე, ბადრი ტყემალაძე, ზაზა გერმანაშვილი, ზაზა ქურდაძე, ნიკა კიკნაძე და რამაზი შუბითიძე.
მატჩს ესწრებოდნენ ასევე თენგიზ ოსაძე, მევლუდ ლომიძე, ოთარ მაღრაძე, ვოვა ხაჩიძე და ომარ ფანქველაშვილი.
ტურნირი თემურ კობერიძის ხსოვნას მიეძღვნა და მისი თანაგუნდელებისა და აღზრდილი ფეხბურთელებისთვის ტრადიციად იქცა.