შიდა ქართლში „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ გაიმართება, რომელიც 2022 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრებები 6-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ოთხ სპორტულ სახეობაში ჩატარდება.
ტურნირში მონაწილეობას რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის გუნდები მიიღებენ. სპორტსმენები ქართულ ჭიდაობაში, ფეხბურთში, 3×3 კალათბურთსა და მძლეოსნურ გარბენში იასპარეზებენ.
შეჯიბრებების კალენდარი ასეთია:
🔹 16 სექტემბერი – ქართული ჭიდაობა
სოფელ ძლევიჯვარის ღია საჭიდაო არენა, ქარელის მუნიციპალიტეტი;
🔹 18 სექტემბერი – 3×3 კალათბურთი
კასპის სპორტული დარბაზი;
🔹 20 სექტემბერი – მძლეოსნური გარბენი
გორი;
🔹 22-24 სექტემბერი – ფეხბურთი
ნახევარფინალური მატჩები 22 სექტემბერს კასპისა და ხაშურის სტადიონებზე გაიმართება, ხოლო ფინალი და მესამე ადგილისთვის შეხვედრა — 24 სექტემბერს, ხაშურის სტადიონზე.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ინიციატორები და ორგანიზატორები არიან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია.