ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

გორის სპორტის სააგენტოში ახალი სასწავლო-საწვრთნელი წელი 16 სექტემბერს დაიწყება

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში ახალი სასწავლო-საწვრთნელი წელი 16 სექტემბერს დაიწყება. სააგენტოს შემადგენლობაში შემავალ ხუთივე სასპორტო სკოლაში ვარჯიშები სპორტის 22 სახეობაში გაიმართება.

სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, გასული წლების მსგავსად, წელსაც უფასო იქნება. სპორტსმენებს სხვადასხვა რეგიონში გასამართ შეჯიბრებებზე სააგენტო უზრუნველყოფს მგზავრობით, კვებითა და სასტუმროთი.

სპორტსმენებთან სასპორტო სკოლებში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები და ტიტულოვანი სპორტსმენების აღმზრდელი მწვრთნელები მუშაობენ.

ვარჯიშის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ სასურველი სპორტის სახეობა და მიმართონ შესაბამის სასპორტო სკოლას.

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა
სპორტის სახეობები: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, სამბო, კრივი, კიკბოქსინგი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, რაგბი, მკლავჭიდი, კარატე, ტაეკვონდო, ტანვარჯიში, ჭადრაკი, მძლეოსნობა, ძალოსნობა, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, შერეული საბრძოლო ხელოვნება, ალპინიზმი და კუდო.
მისამართი: გორი, სტალინის ქუჩა №11
ტელ.: 551 172 738; 577 642 342

გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა
სპორტის სახეობები: ძიუდო, ქართული ჭიდაობა, სამბო.
მისამართი: გორი, მშვიდობის ქუჩა №12ა
ტელ.: 577 601 105

ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა
სპორტის სახეობა: თავისუფალი ჭიდაობა.
მისამართი: ძმები რომელაშვილების ქუჩა №186
ტელ.: 593 405 705; 577 775 924

ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლა
მისამართი: გორი, სტალინის ქუჩა №11ა
ტელ.: 555 130 813

ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლა
მისამართი: გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარიანი
ტელ.: 577 775 841

სასპორტო სკოლაში ვარჯიშის მსურველებმა, სასურველი სახეობის შერჩევის შემდეგ, შესაბამისი სკოლის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ განცხადება, დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა №100 და ორი ფოტოსურათი, ზომით 3×4.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ მათ მიერ შერჩეულ სასპორტო სკოლას მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ხაშურის სოფელ ქაშვეთში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები სრულდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაშვეთში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები სრულდება. გზის მოწყობის გადაწყვეტილება სოფლის მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ საერთო…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტის 28 საბავშვო ბაღი ახალი სასწავლო წლისთვის მზად არის

კასპის მუნიციპალიტეტის 28 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ახალი სასწავლო წლის დასაწყებად მზად არის. სასწავლო წელი სკოლამდელ დაწესებულებებში 15 სექტემბერს დაიწყება. ახალი…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპის მერი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. კასპსა და იაპონიის ქალაქ ჰინოს შორის დამეგობრების შემდეგ, ვახტანგ მაისურაძე დელეგაციასთან…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.