ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

გორის საფეხბურთო სკოლის გუნდებმა საზაფხულო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს

გორის საფეხბურთო სკოლის გუნდებმა ფოთსა და ქობულეთში გამართულ საზაფხულო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს და ორი ასაკობრივი კატეგორიის შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავეს.

განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა გორის U11 გუნდი, რომელმაც ქობულეთში რევაზ ჩელებაძის სახელობის ტურნირი მოიგო. შეჯიბრებაში 26 გუნდი მონაწილეობდა.

გორელებმა ფინალურ შეხვედრაში თბილისის „ვიკინგს“ 1:0 მოუგეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გორის გუნდის წევრ მათე კარელიძეს გადაეცა, საუკეთესო მეკარედ კი ლუკა ბაკურაძე დასახელდა.

გორის U11 გუნდის მწვრთნელები არჩილ ოლგესაშვილი და ბაჩო ცხადაძე არიან.

პირველ ადგილზე დაასრულა ასპარეზობა გორის U15 გუნდმაც, რომელმაც ფოთში გამართულ ტურნირში გაიმარჯვა.

შეჯიბრების ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გორელი ფეხბურთელი ნიკოლოზ ჩუხრუკიძე დაასახელეს, საუკეთესო მეკარის პრიზი კი მათე კოკოზაშვილმა მიიღო.

გორის U15 გუნდის მწვრთნელები ვაჟა ხაჩირაშვილი, დავით ხოხობაშვილი და მამუკა ვარდოსანიძე არიან.

გორის საფეხბურთო სკოლის გუნდებისთვის საზაფხულო ტურნირები მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს და მაღალი შედეგები აჩვენეს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

შიდა ქართლის სპორტული თამაშები ქართული ჭიდაობის შეჯიბრებით გაიხსნა

შიდა ქართლის სპორტული თამაშები სოფელ ძლევიჯვარში ქართული ჭიდაობის გუნდური ღია პირველობით გაიხსნა. შეჯიბრებაში შვიდი გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი გორის გუნდმა…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

ხაშურში თემურ კობერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

11 სექტემბერს, ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სტადიონზე, ვეტერანი ფეხბურთელისა და საპატიო ხაშურელის, თემურ კობერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა ძიუდოისტებმა საქართველოს მე-3 სარეიტინგო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს

საქართველოს მე-3 სარეიტინგო ტურნირი ძიუდოში გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ძიუდოისტებმა წარმატებით დაასრულეს. გორელმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.