ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

გორის გუნდმა შიდა ქართლის სპორტული თამაშების პირველი შეჯიბრება მოიგო

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გორის გუნდი შიდა ქართლის სპორტული თამაშების ფარგლებში გამართული პირველი შეჯიბრების – შიდა ქართლის ღია გუნდური პირველობის გამარჯვებული გახდა.

ქართული ჭიდაობის შეჯიბრებას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის ღია საჭიდაო არენამ უმასპინძლა. ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობდა.

გორის გუნდი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ბაზაზე დაკომპლექტდა. ფინალში გორელმა მოჭიდავეებმა ქარელის ძიუდოს კლუბ „ხაბარელი I“-ის გუნდი დაამარცხეს.

გორის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ:

  • გიორგი ნასყიდაშვილი – 60 კგ;
  • დავით ქარელი – 70 კგ;
  • კობა აკოფაშვილი – 80 კგ;
  • ზურა ჭიღლაძე – 90 კგ;
  • გიორგი პაპუნაშვილი – +90 კგ.

გუნდის მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილია.

შიდა ქართლის სპორტული თამაშების ფარგლებში მომდევნო შეჯიბრება 18 სექტემბერს, კასპში, 3×3 კალათბურთში გაიმართება. 20 სექტემბერს კი გორში მძლეოსნური გარბენი ჩატარდება, რომელშიც შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

შიდა ქართლის სპორტული თამაშები ქართული ჭიდაობის შეჯიბრებით გაიხსნა

შიდა ქართლის სპორტული თამაშები სოფელ ძლევიჯვარში ქართული ჭიდაობის გუნდური ღია პირველობით გაიხსნა. შეჯიბრებაში შვიდი გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი გორის გუნდმა…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორის საფეხბურთო სკოლის გუნდებმა საზაფხულო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს

გორის საფეხბურთო სკოლის გუნდებმა ფოთსა და ქობულეთში გამართულ საზაფხულო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს და ორი ასაკობრივი კატეგორიის შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავეს.…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

ხაშურში თემურ კობერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

11 სექტემბერს, ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სტადიონზე, ვეტერანი ფეხბურთელისა და საპატიო ხაშურელის, თემურ კობერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.