გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში პედაგოგ ზეინაბ ლაბარტყავას პროფესიული საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით გაცილების ღონისძიება გაიმართა.
ზეინაბ ლაბარტყავა სკოლამდელი განათლების სფეროში 52 წლის განმავლობაში საქმიანობდა და საკუთარ პროფესიულ ცხოვრებას ბავშვების აღზრდასა და მათზე ზრუნვას უძღვნიდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე, მერიის განათლების განყოფილების წარმომადგენლები, სააგენტოსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
სტუმრებმა ზეინაბ ლაბარტყავას მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, პროფესიული ღვაწლი დაუფასეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
პედაგოგის გაცილების ღონისძიება საბავშვო ბაღის პერსონალისა და აღსაზრდელების მიერ მომზადებული თბილი და ემოციური პროგრამით გაგრძელდა.
„52 წელი — ეს მხოლოდ პროფესიული საქმიანობის ხანგრძლივობა არ არის. ეს არის ერთგულების, პასუხისმგებლობისა და ადამიანებისადმი სიყვარულით გაწეული შრომის 52 წელი“, — აღნიშნა ზეინაბ ლაბარტყავამ.