გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე სოფელ ქიწნისში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი ტერიტორიის სრულად მოწესრიგებას, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო სივრცის, დასასვენებელი ზონებისა და ფანჩატურების მოწყობას ითვალისწინებს. პატარებისთვის სკვერში ატრაქციონებიც განთავსდება.
სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია გამწვანების ღონისძიებებიც.
პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივებს ახალი, მოწესრიგებული და კომფორტული სივრცე ექნებათ დასასვენებლად.
სკვერის მოწყობის სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება.