გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრი მოსწავლეებს საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებზე რეგისტრაციას სთავაზობს.
საგანმანათლებლო წრეები:
🔹 ქართული ენა — III–VI კლასის მოსწავლეებისთვის;
🔹 ინგლისური ენა — III–VI კლასის მოსწავლეებისთვის;
🔹 რუსული ენა — V–XI კლასის მოსწავლეებისთვის.
შემოქმედებითი წრეები:
🔹 ქართული ხალხური საკრავები — დოლები, ტამტამები და გარმონი;
🔹 ქართული ხალხური ცეკვები.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
✔️ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
✔️ მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
✔️ ერთი ფოტოსურათი;
✔️ სტატუსის ცნობა — არსებობის შემთხვევაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თამარ ეფრემიძეს ნომერზე: 599 116 887.