ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 500 მეტრამდე გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ასევე მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, გზასთან მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
მიმდინარე სამუშაოებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.