ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფლევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ნაცარგორის, დიდი და პატარა ფლევისა და ტკოცის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე მოქალაქეებს მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაოები გააცნეს და სამომავლო პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
პაატა ჩადუნელის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მოსახლეობის საჭიროებებისა და მოსაზრებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში გაგრძელდება.