ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გაერთიანების ფილიალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გაერთიანების მეთოდისტმა თამარ შუბითიძემ კოლეგებს გოეთეს ინსტიტუტში ჩატარებული ტრენინგის „ბიბლიოთეკები ციფრულ ეპოქაში“ შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ტრენინგი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
თათბირზე ფილიალების წარმომადგენლებმა ოქტომბრის განმავლობაში დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებები წარმოადგინეს და მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს თანამშრომლებმა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს „ვარდისფერ ოქტომბერს“ დაუჭირეს მხარი. სოლიდარობის ნიშნად მათ ვარდისფერი ბაფთები გაიკეთეს და დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.