ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე სივრცე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებას, კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობას, ადგილობრივი მეწარმეების, ხელოვანებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ნამუშევრებს დაეთმო.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მხატვართა ნამუშევრები, ეთნოგრაფიული და საგანმანათლებლო სივრცეები, სპორტული და საბავშვო აქტივობები, გასართობი პროგრამა და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან და ქალაქის სტუმრებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


