ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ქარელის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია 2027 წელს დასრულდება – პროექტის ღირებულება 4 მილიონი ლარია

ქარელის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

რეგიონის რწმუნებულის განცხადებით, სტადიონის რეაბილიტაცია 2027 წელს დასრულდება და ქარელს სრულად განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურა ექნება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნები და გასახდელები, დაიგება თანამედროვე ხელოვნური საფარი, დამონტაჟდება განათების სისტემა და ღობე, ასევე მოეწყობა მსაჯთა ოთახი.

განახლებული სტადიონი 800 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, არსებული სტადიონი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და ადგილობრივ გუნდს სავარჯიშოდ აგარის სტადიონით სარგებლობა უწევდა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს თანამედროვე და უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ექნებათ.

პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

განათლება

ხაშურში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურასა და არსებულ გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

„ქარელობა 2026“-ქალაქის დღესასწაული 17 ოქტომბერს გაიმართება

ქარელში ქალაქის დღესასწაული  „ქარელობა 2026“ 17 ოქტომბერს გაიმართება. სადღესასწაულო ღონისძიებები მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე 13:00 საათზე დაიწყება. დღის განმავლობაში სტუმრებს მრავალფეროვანი…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ერისთავის თეატრში საპატიო გორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

გორის მერიის ინფორმაციით, ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გორის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გორის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ▪️︎…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.