ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
კვირა, 29 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

გორში გიორგი დარბაიძის ხსოვნის ტურნირის ფინალისტები გამოვლინდნენ

გორში გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საკალათბურთო ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა. საკალათბურთო კლუბ „ივერიონი – გორის“ ორგანიზებით, აღნიშნული ტურნირი წელს უკვე მეორედ იმართება. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრება სანაკრებო პაუზის პერიოდში ტარდება და მასში სუპერლიგის გუნდები მონაწილეობენ, რაც კლუბებისთვის სათამაშო ფორმის შესანარჩუნებლად ერთგვარ სპარინგს წარმოადგენს.

ნახევარფინალური სათამაშო დღე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველ შეხვედრაში „ახალციხემ“ „თელავი“ ანგარიშით 87:70 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი მასპინძელი „ივერიონი – გორი“ „ქუთაისი 2010“-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 86:97 დამარცხდა.

შესაბამისად, ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრები დღეს გაიმართება. 16:00 საათზე, მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „ივერიონი – გორი“ და „თელავი“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 18:00 საათზე დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში ჩემპიონის ტიტულისთვის „ქუთაისი 2010“ და „ახალციხე“ იბრძოლებენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მატჩებზე დასწრება თავისუფალია

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ ეტაპზე ხელბურთში გამარჯვებული მე-5 საჯარო სკოლა გახდა

გორში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის შეჯიბრება ხელბურთში გაიმართა. პირველი ადგილი გორის…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორის სპორტის სასახლე გიორგი დარბაიძის ხსოვნის მემორიალურ საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლებს

27 და 28 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური საკალათბურთო ტურნირი გაიმართება. შეჯიბრების ორგანიზატორი საკალათბურთო კლუბი „ივერიონი…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორში მაგიდის ჩოგბურთის სექციაზე მიღება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის სექციაზე მსურველთა მიღება გრძელდება. ვარჯიშები…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.