საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საჯარო სკოლებში არსებული ვითარება, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, მინისტრისა და შეხვედრის მონაწილე სხვა ოფიციალური პირებისთვის მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვა და ინფორმაცია მიეღო.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია, მისი მოადგილე ქვარა ჩართოლანი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე ირაკლი ლიჩელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
