ქარელში ქალაქის დღესასწაული „ქარელობა 2026“ 17 ოქტომბერს გაიმართება. სადღესასწაულო ღონისძიებები მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე 13:00 საათზე დაიწყება.
დღის განმავლობაში სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული და გასართობი პროგრამა ელოდებათ. დაგეგმილია საბავშვო სივრცეები და სხვადასხვა აქტივობა, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, აგრეთვე სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სპორტული აქტივობები, საგამოფენო სივრცეები და ზოოპარკის გამოფენაც.
საზეიმო დღის მუსიკალური ნაწილი 18:00 საათზე დაიწყება. გაიმართება გალა-კონცერტი ჯგუფ „ურსის“ მონაწილეობით.
ქარელის მუნიციპალიტეტი მოსახლეობასა და სტუმრებს „ქარელობა 2026“-ზე ეპატიჟება.